ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია ჰამასის "ეკონომიკის მინისტრი" და კიდევ ერთი "თანამდებობის პირი"

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოკლულია „ჰამასის“ „ეკონომიკის მინისტრი.“

„ჰამასის“ გავლენიანი წევრი ჯავად აბუ შამალა ისრაელის საჰაერო იერიშებისას დაიღუპა.


ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შამალა დიდი როლს ასრულებდა „ჰამასის“ მიერ ტერორიზმის დასაფინანსებლად თანხების გამოყოფაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ასევე ლივიდირებულია ზაქარია აბუ მუამარი - ტერორისტული დაჯგუფების შიდა „ურთიერთობების ხელმძღვანელი.“ ის ასევე იყო გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი პირი და კოორდინატორი ღაზას სექტორში ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის.